დამაარსებელი • 総裁

მასუტაცუ ოიამა

大山 倍達 · 1923 – 1994

კიოკუშინ კარატეს დამაარსებელი, XX საუკუნის სამურაი და საბრძოლო ხელოვნების უდიდესი ოსტატი — ადამიანი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში ერთ‑ერთი ყველაზე მკაცრი და ვაჟკაცური საბრძოლო სტილი.

დაბადება
1923
გარდაცვალება
1994
სტილი
კიოკუშინ
მასუტაცუ ოიამა — კიოკუშინის დამაარსებელი
მასუტაცუ ოიამა · 大山 倍達

მასუტაცუ ოიამა დაიბადა 1923 წლის 27 ივლისს, გარდაიცვალა 1994 წლის 26 აპრილს.

მასუტაცუ ოიამა იყო კორეული წარმოშობის იაპონელი, რომელმაც შექმნა კიოკუშინ კარატე — იყო და დარჩა იაპონელი ერის სულისა და ურყევი ძალის განსახიერება.

მასუტაცუ ოიამა ეთაყვანებოდა სამურაის ნათელ იდეალებს. მან დაწერა კარატესადმი მიძღვნილი ათობით წიგნი და ნარკვევი. მისი მონაწილეობით გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებმაც დიდად გაუთქვა სახელი კიოკუშინ კარატეს მსოფლიოში. მის ცხოვრებაზე გადაღებულია მხატვრული ფილმებიც.

მასუტაცუ ოიამა ვარჯიშის დროს

მასუტაცუ ოიამა ჭეშმარიტად მსოფლიო გაქანების ადამიანი იყო — ფილოსოფოსი და რომანტიკოსი, რომელმაც ღრმად შეიცნო ადამიანის დარდი და ტკივილი. მან განვლო მძიმე და ხიფათიანი ცხოვრება, მაგრამ მიაღწია იმას, რომ გახდა საბრძოლო ხელოვნების უდიდესი ოსტატი და ერთ‑ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში.

მასუტაცუ ოიამა — XX საუკუნის სამურაი

მასუტაცუ ოიამა იყო მაღალი იდეალებისა და სპეტაკი ზნეობის ადამიანი, მუდამ ისწრაფოდა წინანდელზე უკეთესი გამხდარიყო. იგი დარჩება, როგორც XX საუკუნის სამურაი — XVII საუკუნის საარაკო სამურაის, მიამოტო მუსაშის მსგავსად.

„ძილზე მეტი ივარჯიშეთ და ადრე თუ გვიან მიაღწევთ იმას, რაც მიუღწევლად ითვლებოდა.“

— მასუტაცუ ოიამა, მიმართვა მოსწავლეებს

მასუტაცუ ოიამა ამბობდა: „კარატე მისი ცხოვრებაა, კიოკუშინი კი პირმშო“. დღეს მისი შექმნილი კიოკუშინ კარატეს სტილი კვლავინდებურად რჩება გამოყენებითი მნიშვნელობის საბრძოლო ხელოვნების ყველაზე მკაცრ და ვაჟკაცურ სახეობად.

მასუტაცუ ოიამა და კიოკუშინის მემკვიდრეობა

გააგრძელეთ ოსტატის გზა

მობრძანდით საცდელ ვარჯიშზე და დაიწყეთ კიოკუშინ კარატეს შესწავლა — თეთრიდან შავ ქამრამდე.