კიოკუშინ კარატეს მებრძოლი მოქმედებაში
სტილი

კიოკუშინკაი — აბსოლუტური ჭეშმარიტება

კონტაქტური კარატეს სტილი, დაარსებული მასუტაცუ ოიამას მიერ. გზა, სადაც ჩემპიონები იბადებიან ვარჯიშში, ტკივილში და საკუთარი თავის დაძლევაში.

130+
ქვეყანა მსოფლიოში
12 მლნ+
მიმდევარი
1964
სკოლის დაარსება
01
სახელის მნიშვნელობა

„აბსოლუტური ჭეშმარიტების საზოგადოება“

მასუტაცუ ოიამა და კიოკუშინის კალიგრაფია 極真
მასუტაცუ ოიამა — კიოკუშინკაის დამაარსებელი

სიტყვა კიოკუშინკაი ნიშნავს „აბსოლუტური ჭეშმარიტების საზოგადოებას“. სახელწოდებაშივე ჩადებულია სტილის არსი — გულწრფელი, კომპრომისების გარეშე გზა საკუთარი თავის შემეცნებისკენ.

კიოკუშინკაი კარატე კონტაქტური სტილია, რომლის დამაარსებელია კორეული წარმოშობის იაპონელი დიდოსტატი — მასუტაცუ ოიამა.

სტილის ფილოსოფიის გასაგებად საჭიროა როგორც საერთო ფიზიკური, ისე სპეციალური ტექნიკური მომზადება — ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის დისციპლინა.

02
1964 — სკოლის დაარსება

ერთი დარბაზიდან — მსოფლიო ორგანიზაციამდე

მასუტაცუ ოიამა მოსწავლეებთან ერთად ვარჯიშზე
სოსაი ოიამა ვარჯიშზე მოსწავლეებთან ერთად

1964 წელს ოფიციალურად გაიხსნა მასუტაცუ ოიამას სკოლა სახელწოდებით კიოკუშინ. დროთა განმავლობაში მან 130 ქვეყნის 12 მილიონზე მეტი ადამიანი გააერთიანა.

ამით კიოკუშინი გარდაიქმნა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციად მსოფლიოში, რომლის იდეოლოგიაშიც არ არსებობს რასობრივი ან რელიგიური დისკრიმინაცია.

თავისი არსებობის მანძილზე კიოკუშინკაი პოპულარობით გაუთანაბრდა და მნიშვნელოვნად გაასწრო კიდეც აღმოსავლური ორთაბრძოლების სხვა სახეობებს.

03
პრინციპები

პატივისცემა, თავშეკავება, სულის სიმტკიცე

კიოკუშინის მებრძოლები თოვლში ვარჯიშობენ
სულის სიმტკიცე — ვარჯიში ნებისმიერ პირობებში

ყველა ჭეშმარიტი კარატისტი ერთგულია პრინციპებისა, რომელიც ითვალისწინებს უფროსების პატივისცემას, ძალადობისგან თავშეკავებას და სულის სიმტკიცის გაძლიერებას.

რით განსხვავდება კიოკუშინკაი კარატე დანარჩენი საბრძოლო ხელოვნებებისგან? რამ აიძულა ამდენი ადამიანი აერჩია სწორედ ეს სტილი? პასუხი მარტივია — კარატე, განსაკუთრებით კი კიოკუშინკაი, არის ერთ-ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რაოდენ უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები.

04
ორთაბრძოლა

სიმართლე თავიდან ბოლომდე

კიოკუშინის ორთაბრძოლა — მაღალი წიხლი
სრულკონტაქტური ორთაბრძოლა ტატამიზე

კიოკუშინი არის სიმართლე თავიდან ბოლომდე. არსად არ არის უფრო სამართლიანი ორთაბრძოლები — ისინი წარმოებს დამცავი საშუალებების გარეშე (19 წელს ზევით), სადაც მებრძოლის ერთადერთი იარაღი თვითონ ის არის.

გამარჯვებული გამოვლინდება მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს ფაქტიურად აღარ შეუძლია ორთაბრძოლის გაგრძელება. აქ ყველა მხოლოდ საკუთარი თავის იმედადაა. გამარჯვება აქ არ არის იოლი: მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშების, საკუთარი თავის იძულების, ტკივილის, დაღლილობისა და შიშის დაძლევის შემდეგ ხდებიან ჩემპიონები.

05
სტილის ხასიათი

რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელოვნება

კიოკუშინ კარატე საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან და ვერ იტანს კომპრომისებს.

ათლეტიზმი, ძალა, დინამიკა, აქტიური თავდასხმა — ეს არის ის, რაც ახასიათებს კიოკუშინის სახეობას.

„მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“ — ეს დევიზი კიოკუშინს არ მიესადაგება. აქ მთავარია გამარჯვება, პირველ რიგში საკუთარ თავზე. მებრძოლის სულის სიმტკიცე და შეუპოვრობა — ეს არის შედეგი მისი სურვილისა გაიმარჯვოს.

კიოკუშინის გული

სამი პრინციპი, რომელიც აყალიბებს ჩემპიონს

პატივისცემა

უფროსების, მასწავლებლის და მოწინააღმდეგის პატივისცემა.

სულის სიმტკიცე

ტკივილის, დაღლილობისა და შიშის დაძლევა ვარჯიშის გზაზე.

თავშეკავება

ძალადობისგან თავშეკავება — ძალა მხოლოდ საჭირო დროს.

გახდით კიოკუშინის ნაწილი

მობრძანდით საცდელ ვარჯიშზე — მიიღეთ ინფორმაცია დარბაზებისა და კურსების შესახებ.